ტყემალაძე საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

0
10

სოსო ტყემალაძე საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯარო რეესტრმა ასეთი განმარტება გააკეთა:

„ყრილობაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებით, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამდენად, არ არსებობს მათი რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. რაც შეეხება ახალი წესდების რეგისტრაციას – ვინაიდან ეს საკითხი არ იყო ყრილობის დღის წესრიგში შეტანილი, ყრილობის მიერ ის მიღებულია კანონმდებლობისა და კავშირის მოქმედი წესდების დარღვევით. შესაბამისად, წესდების რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების თანახმად შედგენილი და დარეგისტრირებული სარეგისტრაციო დოკუმენტი“.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, ახალ პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს და გამგეობას 30 დღე აქვთ აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე ტყემალაძემ 42 ხმა მიიღო.