იბრაჰიმოვიჩი:“ის ფეხბურთელი არ ვარ, რაც 5, 10, 15 ან 20 წლის წინ ვიყავი“

0
10

„მილანის“ თავდამსხმელმ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიაჩნია, რომ შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ადრინდელი წარმატების გამო არ გამოუძახებიათ და მან ეს დაიმსახურა.

„მსურს გუნდში არა წარსული წარმატებებისთვის გამომიძახონ, არამედ, იმისთვის რის გაკეთებაც ახლა შემიძლია. ის ფეხბურთელი არ ვარ, რაც 5, 10, 15 ან 20 წლის წინ ვიყავი. ახლა ფიზიკურად სულ სხვანაირად ვარ მომზადებული და სათამაშო მანერაც განსხვავებული მაქვს.

თუმცა, ისევ მაღალ დონეზე ვრჩები. ნერვიულობა არ ღირს. შემადგენლობაში იმიტომ არ ვარ, რომ ზლატანი მქვია და გვარი იბრაჰიმოვიჩი მაქვს. შემადგენლობაში იმის გამო ვარ რასაც მივაღწიე და რაც შემიძლია გუნდს მოვუტანო. ვფიქრობმ ეს დავიმსახურე“ – განაცხადა 39 წლის ფეხბურთელმა შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის Youtube გვერდთან საუბრის დროს.

იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია – 116 მატჩში 62 გოლი. მას ეროვნულ გუნდში ევრო-2016-ის მერე არ უთამაშია.

შვედები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ცილკლის პირველ მატჩს 25 მარტს შინ საქართველოსთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს კოსოვოს ესტუმრება.