„ელ კლასიკოს“ ჩატარების თარიღი ცნობილია

0
9

ესპანეთის ლა ლიგაში მიმდინარე სეზონის მეორე „ელ კლასიკოს“ გამართვის თარიღი ცნობილია.

ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჩემპიონატის 30-ე ტურში „რეალი“ „ბარსელონას“ 10 აპრილს მადრიდში უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის პირველ წრეში მადრიდელებმა კატალონიელები სტუმრად 3:1 დაამარცხეს.

ამჟამად, ესპანეთის პირველობას 63 ქულით მადრიდის „ატლეტიკო“ ლიდერობს, „ბარსელონა“ 59 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო „რეალი“ 57 ქულით მესამეა.