„ბაიერნის“ მე-100 გოლი და 4 გერმანელი მწვრთნელი 1/4-ფინალში

0
22

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში რომის „ლაციოს“ საპასუხო შეხვედრაც მოუგო და 1/4-ფინალშია.

ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა შინ იტალიელები 2:1 დაამარცხა.

მატჩის მე-5 წუთზე პენალტიდან პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, რომელმაც 2 სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაში 20 გოლი გაიტანა, იმდენივე რაც დორტმუნდის „ბორუსიას“ ნორვეგიელმა ტალანტმა ერლინგ ჰოლანდმა.

თუმცა, ლევანდოვსკის ანგარიშზე 5 საგოლე პასიცაა და გოლი+პასის სისტემით ამ ეტაპზე ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

73-ე წუთზე რომაელთა კარი ჩუპო-მოტინგმა აიღო და მის მიერ გატანილი გოლი ბავარიელებისთვის ევროთასებზე მე-100 აღმოჩნდა.

გერმანულ გრანდზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „რეალს“ (1169) და „ბარსელონას“ (1138) აქვთ.

„ლაციოდან“ ერთი ბურთი 82-ე წუთზე პაროლომ გაქვითა.

რომაელები გათამაშებას დაემშვიდობნენ და 2016 წლის შემდეგ პირველად იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ვერ გავიდნენ.

ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში პირველად 1/4-ფინალში ერთი ქვეყნის 4 მწვრთნელი გავიდა და ოთხივე გერმანელია – იურგენ კლოპი („ლივერპული“), ტომას ტუხელი („ჩელსი“), ჰანს ფლიკი („ბაიერნი“) და ედინ ტერზიჩი („ბორუსია“, დორტმუნდი).