მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა შორის გულშემატკივარი დაესწრება!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ინფორმაცია დაადასტურა და განმარტა, რომ ქომაგები მატჩს კოვიდრეგულაციების დაცვით დაესწრებიან. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თამაშზე სტადიონის ტევადობის რაოდენობის 30 პროცენტი (16 500 მაყურებელი) დაიშვება დისტანციისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვით.
საქართველოს ნაკრები ესპანეთს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 28 მარტს დაუპირისპირდება.
