სვანაძემ 21-წლამდელთა შემადგენლობა დაასახელა

0
8

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ისთვის მზადების პროცესს იწყებს. ახალგაზრდული ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება და მოსამზადებელ პერიოდს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გაივლის. მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ, უახლოესი მატჩისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო), ლუკა მიქაია (რუსთავი)

მცველები: რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი), ზურა გიგაშვილი (ტამბოვი, რუსეთი), ალექსანდრე კალანდაძე (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო), ცოტნე კაპანაძე (თელავი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო)

ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (ლოკომოტივი),ნიკა გაგნიძე (დილა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ზურაბ დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო), ლუკა გაგნიძე (დინამო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი), რევაზ ინჯგია (თელავი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო), ნიკა ხორხელი (სიონი)

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), შოთა შეყილაძე (თელავი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო)

პირველ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 29 მარტს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

Covid 19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება, პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: Covid 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე არსებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს. მატჩს მედიის წარმომადგენელთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

საქართველო – ბელარუსის მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ მხოლოდ 26 მარტის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე: media@gff.ge.