საბერძნეთმა შემადგენლობა დაასახელა

0
14

საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვანტ სხიპმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 25 მარტს სტუმრად ესპანეთის, ხოლო 31 მარტს საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებებთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ნიდერლანდეკმა სპეციალისტმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: ოდისეი ვლახოდიმოსი (ბენფიკა), სტეფანოს კაპინო (ვერდერი), სოკრატის დიუდისი (პანათინაიკოსი).

მცველები: კონსტანტინოს მავროპანოსი (შტუგარტი), კოსტანტინოს პაპადოპულოსი (ზაგრების ლოკომოტივი), გეორგიოს ცაველისი (ფრანკფურტის აინტრახტი), მანოლის სიოპისი (ალანიასპორტი), სტრატოს სვარნასი (ათენის აეკ), კოსტას ციმიკასი (ლივერპული), გიორგიოს კირიაკოპულოსი (სასუოლო), პანტელის ხაციდიაკოსი (ალკმაარი), დიმიტრის იანულისი (ნორვიჩი).

ნახევარმცველები: ანდრეას ბუჰალაკისი, კოსტას ფორტუნისი, გიორგიოს მასურასი (სამივე – ოლიმპიაკოსი), ხარის მავრიასი (ომონია, კვიპროსი), კარლოს ზეკა (კოპენჰაგენი), ატანასიოს ანდრუცოსი (ატრიმიტოსი), პეტროს მანტალოსი (ათენის აეკ).

თავდამსხმელები: ტასოს ბაკასეტასი (ტრაბზონი), ვანგელის პავლიდისი (ვილემ II), დიმიტრიოს ლიმნიოსი (კიოლნი), დიმიტრის პელკასი (ფენერბახჩე), გიორგიოს გიაკუმაკისი (ვენლო), ხრისტოს ცოლისი (პაოკ-ი), ანასტასიოს დუვიკასი (ვოლოსი).