ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

0
12

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სკავალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის – ვილი სანიოლის დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე დებიუტანტია. საფრანგეთში დაბადებული ბელგიური “სერენის” 20 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის “ლოკომოტივის” 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ბათუმის “დინამოს” 24 წლის მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე, ავსტრიული “ვოლფსბერგერის” მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე და “უიპეშტის” 23 წლის თავდამსხმელი გიორგი ბერიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი).

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასფორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი).

 17 მარტს, 13:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სასტუმრო შერატონში პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციაზე დასასწრები აკრედიტაციის მისაღებად, მედიის წარმომადგენლები, გთხოვთ, დაუკავშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს ელექტრონულ ფოსტაზე – media@gff.ge