შენგელიას მოკრძალებული შედეგი „ხიმკისთან“

0
2

მოსკოვის ცსკა-მ, სადაც თორნიკე შენგელია გამოდის, ვითიბი ლიგაში „ხიმკის“ უმასპინძლა და 92:73 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი პარკეტზე პირველი წუთიდან იყო და საერთო ჯამში მოედანზე არასრული 15 წუთი გაატარა.

შენგელია მოკრძალებული სტატისტიკით შემოიფარგლა – 4 ქულა, 1 მოხსნა 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ხუთიდან მხოლოდ 2 ორქულიანი ჩააგდო.

ცსკა ვითიბი ლიგაში 18 მატჩიდან 13 მოიგო და 5 წააგო – სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

მოსკოველები ნახსენებ ტურნირზე მომდევნო თამაშს 22 მარტს ტალინის „კალევთან“ ჩაატარებენ, ხოლო მანამდე 18 მარტს ევროლიგაში მადრიდში ადგილობრივ „რეალს“ შეხვდებიან.