სანაძის საუკეთესო მატჩში „ბორაცში“

0
6

დუდა სანაძემ სერბულ „ბორაცში“ ჩარიცხვის შემდეგ, ყველაზე შედეგიანი მატჩი ითამაშა.

„ბორაცი“ ადრიატიკის ლიგაში სტუმრად სლოვენიაში კრკა-ს შეხვდა და 94:74 აჯობა.

სანაძემ სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო და არასრული 18 წუთი ჩაატარა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი პასია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა ოთხიდან 3 სამქულიანი, ორიდან 1 ორქულიანი და ექვსიდან 5 საჯარიმო ჩააგდო.

„ბორაცმა“ ადრიატიკის ლიგაში 19-დან 5 მატჩი მოიგო და 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.

სერბები ადრიატიკის ლიგაში მომდევნო შეხვედრას 20 მარტს შინ ბოსნიურ „იგოკეასთან“ ჩაატარებენ.