თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“, რომელიც კვიპროსში საჩემპიონო რბოლაშია ჩართული, მორიგ ტურშ სტუმრად ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ 0:2 დამარცხდა.
„ანორთოსისში“ ქართველი ლეგიონერებიდან მეკარე გიორგი ლორიამ, ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა და თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს.
მათ მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუბა დაუშვილი, რომელმაც 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში შეცვალეს.
„ანორთოსისს“ 53 ქულა აქვს და საჩემპიონო ჯგუფში მყოფ 6 გუნდს შორის მე-4 ადგილზეა – ლიდერ „ომონიას“ უკვე 10 ქულით ჩამორჩება.
