ლუის ენრიკემ საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
12

ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 25 მარტს სახლში საბერძნეთის, ხოლო 28 მარტს სტუმრად საქართველოს ნაკრებებთან ჩასატარებელი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ენრიკემ მომავალი თამაშებისთვის შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

ეკარეები: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რობერტ სანჩესი (“ბრაიტონი”), უნაი სიმონი (“ატლეტიკი”).

მცველებიპედრო პორო (“სპორტინგი”), ერიკ გარსია (“მანჩესტერ სიტი”), სერხიო რამოსი (“რეალი”), დიეგო ლორენტე (“ლიდსი”), ინიგო მარტინესი (“ატლეტიკი”), ხორდი ალბა (“ბარსელონა”), ხოსე ლუის გაია (“ვალენსია”).

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, პედრი (ორივე “ბარსელონა”), როდრიგო (“მანჩესტერ სიტი”), ტიაგო ალკანტარა (“ლივერპული”), მარკოს ლორენტე, კოკე (ორივე “ატლეტიკო”), სერხიო კანალესი (“ბეტისი”), ფაბიან რუისი (“ნაპოლი”).

თავდამსხმელები: ხერარდ მორენო (“ვილიარეალი”), ფერან ტორესი (“მანჩესტერ სიტი”), მიკელ ოიარსაბალი (“რეალ სოსიედადი”), ალვარო მორატა (“იუვენტუსი”), ბრაიან ხილი (“ეიბარი”), დანი ოლმო (“ლაიფციგი”).