„ლოკომოტივმა“ მეორე მატჩი მოიგო

0
5

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ბოლო მატჩში თბილისის „ლოკომოტივმა“ ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის 59-ე წუთზე ანგარიში „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა ნიდერლანდების მოქალაქემ ულად-ომარ უმრანმა გახსნა.

64-ე წუთზე ბექა დარცმელიას დარტყმის შემდეგ, ბურთი სტუმართა მცველ გიორგი რეხვიაშვილს ფეხში მოხვდა და ქობულეთელთა კარში აღმოჩნდა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე „შუქურადან“ ერთი საპასუხო გოლი დავით მუჯირმა გაიტანა.

„ლოკომოტივი“ 7 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო „შუქურა“ 4 ქულით – მეშვიდეა.