ხეჩიკაშვილი „საბურთალოს“ დაფინანსებას წყვეტს

0
10

ტარიელ ხეჩიკაშვილი თბილისის „საბურთალოს“ დაფინანსებას წყვეტს.

„საბურთალოს“ აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა.

მისი გადაწყვეტილების მიუხედავად, „საბურთალო“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გამოსვლას გააგრძელებს.

ხეჩიკაშვილმა განცხადება თბილისის „დინამოსა“ და „საბურთალოს“ გუშინდელ მატჩში (4:3) მომხდარი მოვლენების ფონზე გააკეთა.

კერძოდ, როგორც მისი, ასევე „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის ლევან კორღალიძის აღშფოთება შეხვედრის არბიტრის გიორგი კიკაჩეიშვილის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.

საბურთალოელებს მიაჩნიათ, რომ მსაჯმა „დინამოს“ კარში 2 პენალტი არ დანიშნა. აქვე გეტყვით, რომ თანამდებობის დატოვებას კორღალიძეც გეგმავს.

„რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა ამ ბოლო ტურების მანძილზე და რაც ხდება ძალიან ცუდია. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ის რასაც ახლა გავაჟღერებ, ეს არაა ერთ კონკრეტულ თამაშზე ჩემი რეაქცია და ჩვენი რეაქცია. ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც ახლა უნდა გავაჟღერო. ვეფრასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ თემაზე საუბარი მომიწევდა. ჩემთვის ყოველთვის ამოსავალი წერტილი იყო ქართული ფეხბურთის სიყვარულია და ყველას კარგად მოეხსენება, რომ „საბურთალო“ ყოველთვის გამოირჩეოდა ამ ფასეულობებით და პატიოსნად ვემსახურებოდით ქართულ ფეხბურთს ამ წლების განმავლობაში.

შევქმენით წარმატებული ისტორია. პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბავშვთა სკოლიდან დაწყებული ყველა ტიტული მოვიპოვეთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბიუტორები ვართ საქართველოს ყველა ასაკობროვ ნაკრებში. უანგაროდ და პასტიოსნად ვემსახურებოდით ქართულ ფეხბურთს.

ის პრობლემები რაც დაგროვდა და ძალიან ბევრს უნდა ახლა ეს პრობლემები ან ჩემი გადაწყვეტილება ერთ თამაშს დააკავშირონ, მაგრამ ეს ასე არაა. ეს პრობლემები იყო დაძალიან ხშირად ვცდილობდით ხმა მიგვეწვდინა ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც შეეძლო ეს პრობლემები მოეგვარებინა, მაგრამ მათი მხრიდან აბსოლუტური იგნორი იყო.

იმის შეგრძნება გვაქვს, რომ დიდი უსამართლობასთან და არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე. ეს კონკრეტულად მსაჯები არ არიან, არამედ, ბევრი ადამიანია, რომელთაც პირობითად შეგვილიძ დავარქვათ საფეხბურთო მოხელეები, რომლებიც უნდა გვეხმარებოდნენ და ჩვენ უნდა ვიყოთ თანამშრომლობის რეჟიმში, დღეს ურთიერთგაგების და რაც ყველაზე მთავარია, ურთერთპატივისცემის პრობლემა გვაქვს. უფრო სწორედ მათი მხრიდან პრობლემაა ინვესტორის, კლუბის ხელმძღვანელების, მწვრთნელების და ფეხბურთელების მიერ გაწეული სამუშაოს პატივისცემის.

სწორედ ამის გამო, რომ წავაწყდი პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტა ვერ ძალმიძს და ამიტომ, ამ პირობებში აღარ განვახორციელო ინვესტიციები პროფესიონალურ საკლუბო დონეზე.

ის რომ ფეხბურთი უზომოდ მიყვარს, ეს სისუსტედ არ უნდა ჩაითვალოს და ბუნებრივია, ვერ შევძლებ ქართული ფეხბურთის გარეშე ვიყო ან სპორტს არ ვემსახურო, ამიტომ დროებით ვწყვეტ ინვესტიციებს პროფესიულ დონეზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „საბურთალო“ არ გააგრძელებს ფუნქციონირებას.  იქ ძალიან კომპეტენტური ხალხია, მათ შორის მენეჯმენტში, ჩემი პარტნიორები და იმედია, ისინი გააგრძელებნ კლუბის განვითარებას.

მე ჩემს ძალას, ენერგიას, საერთაშორისო კავშირებს, ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსებს მოვახმარე სპორტის განვითარებას. დავეხმარები ბავშვებს და ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ და საქართველო ასახელონ.

უბრალოდ, მწარე გამოცდილებასაც და კარგ გამოცდილებასაც გავიზირებ. კონკრეტულ გვარებს არ ვასახელებ, უბრალოდ ვამბობ, რომ დღეს სისტემური პრობლემაა ადამიანების არაკომპეტენტურობა. ჩემი ეს გამოძახილიც არის სურვილი იმისა თუნდაც იმ ინვესტორებს, ვინც ქართულ ფეხბურთში დარჩნენ თანადგომა და პატივისცემა დავუდასტურო. გაუფრთხილდნენ ამ ადამიანებს, რადგან ქართული ფეხბურრთი რამდენიმე ადამიანის მხრებზე დგას.

იმ ადამინეს ვინც შესაძლოა დაიწყოს განუკითხავად ტალახის სროლა, მოვუწოდებ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე ერთმანეთის მიმართ მეტი პარივისცემა გამოვიჩინოთ. რაც ყველა მთავარია, მზად ვარ ვილაპარაკო ნებისმიერ ფორმატში იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშე ვდგავართ და ეს უფრო უშველის ქართულ ფეხბურთს, ვიდრე ჩვენი იგნორი. პატივისცემის მაგივრად ყველა დონეზე უპატივისცემულობა მივიღეთ. სამწუხაროდ, ამ ბოლო ხანებში ეს ტენდენცია არის. ეს გაკვეთილი მათი მხრიდან კარგად გათვალისწინებული იქნება და ფეხბურთიდან გულდაწყვეტილი ინვესტორების რიცხვი აღარ გაიზრდება” – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.