იბრაჰიმოვიჩი შვედების გაფართოებულ სიაში მოხვდა

0
8

„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, ამტკიცებს La Gazzetta dello Sport.

თუ 39 წლის ფორვარდს გუნდის თავკაცი იანე ანდერსონი საბოლოო შემადგენლობაში დაასახელებს, მაშინ „იბრა“ ევრო-2016-ის შემდეგ სკანდინავიელების ღირსებას პირველად დაიცავს.

ზლატანი შვედების რიგებში 2001-2016 წლებში გამოდიოდა და 116 მატჩში 62 გოლი გაიტანა. ის შვედეთის ნაკრების არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

შეგახსენებთ, რომ შვედები მუნდიალის შესარჩევს 25 მარტს საქართველოს ნაკრებთან მატჩით გახსნიან.

„იბრამ“ ამ სეზონში „მილანში“ ყველა ტურნირზე 21 თამაში ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა, მაგრამ ტრავმის გამო, ბოლო პერიოდში გუნდს ვერ ეხმარება.