„შეფილდ იუნაიტედმა“ მთავარი მწვრთნელი გაუშვა

0
14

ინგლისის პრემიერ ლიგის აუტსაიდერი „შეფილდ იუნატედი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, 53 წლის ინგლისელ სპეციალისტ კრის უაილდერთან თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

უაილდერი გუნდს სათავაეში 2016 წლის მაისში ჩაუდგა, როდესაც „შეფილდ იუნაიტედი“ ლიგა 1-ში (ინგლისის რანგით მე-3 ლიგა) გამოდიოდა. მისი ხელმძღვანელობით შეფილდელებმა 2019 წელს პრემიერ ლიგსი საგზური მოიგეს.

გასულ სეზონში „შეფილდ იუნატედი“ პრემიერ ლიგაში მე-9 ადგილზე გავიდა. თუმცა, მიმდინარე სეზონში გუნდი ძალიან ცუდად გამოდის და 28 ტურის შემდეგ 14 ქულით ბოლო ადგილზეა. უაილდერის დათხოვნის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, უაილდერს დროებით „ლიდსის“ ექსთავკაცი პოლ ჰეკინგბოტომი შეცვლის.