კვარაცხელიას მორიგი შედეგიანი მატჩი

0
6

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყახანის „რუბინის“ მაისურით რუსეთის პრემიერ ლიგაში თავისი მე-3 გოლი გაიტანა.

22-ე ტურში „რუბინი“ სტუმრად „უფას“ შეხვდა, სადაც ჯიმი ტაბიძე გამოდის და 3:0 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში 30-ე წუთზე კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ, მაკაროვმა საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით გახსნა.

42-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში კვარაცხელიამ პასი პარტნიორისგან მიიღო და ზუსტად დაარტყა. საქართველოს ნაკრების გარემარბის მიერ გატანილი გოლი „რუბინისთვის“ რუსეთის ჩემპიონატში 2700-ე აღმოჩნდა.

74-ე წუთზე ყაზანელებიდან თავის სამოშნიკოვმა გამოიჩინა და „რუბინმა“ ჩემპიონატში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო.

კვარაცხელია 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ტაბიძემ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. „რუბინი“ 37 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.

20 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა.