მიქაუტაძის ახალი კონტრაქტი „მეცთან“

0
23

გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ „მეცთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, 20 წლის ქართველმა ხელშეკრულება კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა. ამრიგად, მიქაუტაძემ „მეცს“ თავისი მომავალი 2025 წლამდე დაუკავშირა.

გიორგი ლიონშია დაბადებული და „მეცში“ 2019 წლის დეკემბერში ჩაირიცხა. გასულ სეზონში „მეცში“ ერთხელ ითამაშა, როდესაც სტუმრად „ნიცასთან“ 1:4 წაგებულ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა.

ფრანგებმა მიმდინარე სეზონის წინ მიქაუტაძე ბელგიის რანგით მეორე ლიგის კლუბ „სერენში“ გაანათხოვრეს, სადაც 20 წლის ქართველმა 19 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

მიქაუტაძეს ფრანგული პასპორტი ჰქონდა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და დიდი ალბათობით, მსოფლიო 2022 წლის ჩემიონატის შესარჩევ ციკლში ეროვნული გუნდის თავკაცი ვილი სანიოლი შეკრებაზე გამოიძახებს.