კუტალიას ჰეთ-თრიქი ისრაელში

0
11

ლევან კუტალიამ ისრაელის რანგით მეორე ლიგის კლუბ უმ ალ-ფაჰმის „ჰაპოელში“ გადასვლის შემდეგ, თავი პირველად გამოიჩინა.

26-ე ტურში სტუმრად იქსალ იმადის „ჰაპოელთან“ მატჩში ქართველმა თავდამსხმელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

კუტალიამ ანგარიში 45-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გახსნა. მასპინძლებმა ჯერ 50-ე, ხოლო შემდეგ 68-ე წუთზე 2 გოლი გაიტანეს დაწინაურდნენ.

კუტალიამ 70-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ძირითადი დროს დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი, სტუმრებს მოაგებინა.

31 წლის ფორვარდმა მიმდნარე სეზონი თელ-ავივის „აპოელში“ დაიწყო, მაგრამ შემდეგ გუნდი შეიცვალა და „ჰაპოელს“ მიაშურა.

„ჰაპოელი“ 28 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.