ბერიძის დუბლი უნგრეთის ჩემპიონატში

0
10

გიორგი ბერიძემ მიმდინარე სეზონში „უიპეშტის“ მაისურით უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი დუბლი მიითვალა.

26-ე ტურში „უიპეშტი“ „კიშვარდას“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. ბერიძემ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა.

35-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა, ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო. ის პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

ბერიძემ ამ სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში 8 გოლი გაიტანა, ხოლო უნგრეთის თასზე მოწინააღმდეგეთა კარი 5-ჯერ დალაშქრა. 23 წლის ფეხბურთელი სხვადასხვა ჩემპიონატებში მოასპარეზე ქართველ ლეგიონერებს შორის ყველაზე შედეგიანია.

გიორგი „უიპეშტში“ გასული წლის ზაფხულში დაბრუნდა, ხოლო მანამდე ერთი სეზონი ბელგიის „ლოკერენში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 20 მატჩში 6 გოლი მიითვალა.