შენგელიას ორმაგი დუბლი ევროლიგაში

0
5

მოსკოვის ცსკა, რომელშიც თორნიკე შენგელია გამოდის, ევროლიგის 29-ე ტურში შინ იტალიის „ოლიმპია მილანოსთან“ დამარცხდა – 76:84.

აღსანიშნავია, რომ რუსულმა კლუბმა მილანელებთან, რომელსაც ლეგენდარული ეტორე მესინა წვრთნის ბოლო 10 წელიწადში პირველად წააგო. ისიც სათქმელია, რომ ცსკა-მ პირველი მეოთხედი 20 ქულით დათმო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თავის გუნდში გამორჩეული იყო და მიმდინარე სეზონში ევროლიგაში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა – 20 ქულა და 10 მოხსნა.

თორნიკემ პარკეტზე 33:55 წუთი გაატარა და ექვსიდან 5 ორქულიანი, ხოლო ოთხიდან 3 სამქულიანი ჩააგდო. მან ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. გარდა ამისა, შენგელიამ 2 შედეგიანი პასი გააკეთა და ბურთი 4-ჯერ ჩაჭრა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 33 იყო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგია.

შენგელიამ მიმდინარე სეზონში ევროლიგაში 20 ქულა მეორედ დააგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ეს პირველად ბერლინის „ალბასთან“ მატჩში შეძლო.

მილანელებს პანტერ კევინმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო.

ცსკა-მ 29 მატჩიდან 18 მოიგო და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. მოსკოველები „ბარსელონას“ და „ოლიმპია მილანოს“ ჩამორჩებიან.