გვარდიოლა პრემიერ ლიგაში ისევ საუკეთესოა

0
2

პეპ გვარდიოლა თებერვალში ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ სიტიმ“ გასულ თვეში ზედიზედ 6 მატჩი მოიგო.

გვარდიოლა პრემიერ ლიგაში წელს საუკეთესოდ ზედიზედ მეორედ აღიარეს, ხოლო საერთო ჯამში 50 წლის სპეციალისტი ინგლისში მოღვაწეობის პერიოდში თვის საუკეთესო მწვრთნელი მეცხრედ გახდა.

პრემიერ ლიგის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც გულშემატკივრებთან ერთად საფეხბურთო ექსპერტები მონაწილეობდნენ, გვარდიოლამ უფრო მეტი ხმები მოიპოვა ვიდრე ნუნუ ესპირიტუ სანტუმ, სკოტ პარკერმა და ტომას ტუხელმა.

პრემიერ ლიგის ისტორიაში თვის საუკეთესო მწვრთნელად ყველაზე მეტჯერ „მანჩესტესრ იუნატედის“ ლეგენდარული ექსთავკაცი შოტლანდიელი სერ ალექს ფერგიუსონი დაასახელეს – 27-ჯერ.

მეორე ადგილზე ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფრანგი არსენ ვენგერია – 15-ჯერ, ხოლო მესამეზე „ვესტ ჰემის“ ამჟამინდელი დამრიგებელი შოტლანდიელი დევიდ მოიესი – 10-ჯერ.