წიტაიშვილის ოპერაცია და დასრულებული სეზონი

0
7

გიორგი წიტაიშვილმა, რომელსაც უკრაინის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „მარიუპოლთან“ მატჩში (1:0) მარცხენა ფეხის თითი მოტყდა, ოპერაცია გაიკეთა.

20 წლის ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა, რადგან მის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 2 თვე დასჭირდება.

წიტაიშვილს კიევის „დინამოსთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და სეზონის მეორე ნახევარში „ვორსკლაში“ გაანათხოვრეს, სადაც 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ის უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და რომ არა ტრავმა, ეროვნული ნაკრებშიც მიიწვევდნენ.