კვარაცხელიას „იუვენტუსისა“ და „მილანის“ სკაუტები დააკვირდებიან

0
12

იტალიური ინტერნეტპორტალი tuttomercatoweb.com-ი იუწყება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტურინის „იუვენტუსისა“ და „მილანის“ სკაუტები დააკვირდებიან.

როგორც ირკვევა, იტალიური გრანდების წარმომადგენლები თბილისში 28 მარტს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრებიან.

tuttomercatoweb.com-ის მტკიცებით 20 წლის კვარაცხელიას თვალს გერმანული დორტმუნდის „ბორუსიას“ სკაუტებიც ადევნებენ.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ქართველმა გარემარბმა ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში რუსეთის პრემიერ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.