შერმადინის ტენერიფე მაკფადენის ბურგოსთან დამარცხდა

0
9

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის, გიორგი შერმადინისა და ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის, თად მაკფადენის გუნდები შეხვდნენ. მასპინძელი მაკფადენის “ბურგოსი” იყო და სტუმარ შერმადინის “ტენერიფეს” შანსი არ დაუტოვა – 101:79 სძლიეს.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:32 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 12 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 7-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ სამქულიანიც ისროლა და ააცილა. ამგვარად, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 15 გამოდგა.

მაკფადენმა 21:05 წუთში 17 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 8-დან 5 სამქულიანი, 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 2 ორქულიანი ააცილა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 აღმოჩნდა.

ლენოვო ტენერიფე J ჯგუფში 1 გამარჯვებით და 1 მარცხით მე-2 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 17 მარტს ლატვიური რიგას წინააღმდეგ გამართავს, ხოლო სან პაბლო ბურგოსი 2 მოგებით ლიდერია და 16 მარტს, ბოსნიურ იგოკეასთან თამაში ელოდება.