დინამოების მატჩი ბათუმელებმა მოიგეს

0
8

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, დინამო თბილისსა და დინამო ბათუმს შორის გაიმართა.

მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი  66-ე წუთზე გიული მანჯგალაძის ულამაზეს დარტყმას მოჰყვა.

1
ვილი სანიოლი სამწვრთნელო შტაბთან ერთად მატჩზე

უნდა აღინიშნოს, რომ გატანილ გოლამდე ყველაზე სახიფათო მომენტი, ისევ მანჯგალაძეს ჰქონდა. ბათუმელთა მიერ ანგარიშის გახსნას, მასპინძელთა გააქტიურება არ მოჰყოლია. მატჩის მიწურულს მომენტების შექმნა ისევ ბათუმელებმა შეძლეს.

3 ტურის შემდეგ თბილისის დინამოს 4 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. ბათუმის დინამო კი სატურნირო ცხრილს 7 ქულით  ლიდერობს.