ჩემპიონთა ლიგა “იუვენტუსის” გარეშე გაგრძელდება

0
8

ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველივე სტადიაზე ზედიზედ მეორედ გამოეთიშა – შარშან “ლიონთან” და წლეულს “პორტუსთან”.
…ტურინში ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა. საწყის 15 წუთში გოლი არ გასულა, მეორე დამატებით ტაიმშიკი მეტოქეებმა გოლები გაცვალეს. სერჟიო ოლივეირამ ვოიცეხ შჩესნის ჯარიმა გაუტანა, იტალიურ გრანდს აუცილებლად ორი გოლი უნდა გაეტანა. საპასუხო შეტევაში ადრიენ რაბიომ ერთი ბურთი შეაგდო და დასკვნით ხუთ წუთში ვითარება დაიძაბა, მაგრამ “იუვემ” მეტი ბურთის გატანა ვეღარ მოახერხა და “პორტუ” მეოთხედფინალში სტუმრად გატანილი გოლით გავიდა.
„დორტმუნდმა“ ანდალუსიაში “სევილიასთან” ნორვეგიელი ერლინგ ჰალანდის დუბლით 3:2 მოიგო და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თუმცა, ესპანელებს შანსი ისევ ჰქონდათ.
ახალგაზრდა ბომბარდირმა ამჯერადაც დუბლი შეასრულა და „დორტმუნდი“ 2:0 დაწინაურდა,  თუმცა, ხულენ ლოპეტეგის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ენ ნესირის დუბლით გათანაბრება შეძლო, თუმცა, ეს უკვე ასპარეზობის მიწურულს მოხდა და ანდალუსიელებს მესამე გოლის გასატანად დრო არ დარჩათ.
„დორტმუნდმა“ ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს.