ჟოან ლაპორტა “ბარსელონას” ახალი პრეზიდენტია

0
13

კატალონიის “ბარსელონას”  საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. გუნდის პრეზიდენტობისათვის სამი ადამიანი იბრძოდა: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა. ხმათა უმრავლესობა, 54.2 პროცენტი ჟოან ლაპორტამ მიიღო. 29.9 პროცენტი მოაგროვა ვიქტორ ფონტიმ. რაც შეეხება ტონი ფრეიშას, მან ხმათა 16.9 პროცენტი მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ ჟოან ლაპორტა ”ბლაუგრანას” პრეზიდენტი მეორედ გახდა. თავდაპირველად ის კლუბს სათავეში 2003 წელს ჩაუდგა და 2010 წლამდე უხელმძღვანელა.  მისი პრეზიდენტობის პერიოდში ”ბარსამ” 2 ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი და მრავალი შიდა ჩემპიონატის ტიტული დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 57 000-მა ადამიანმა მიიღო.
“მსურს ყველა წევრს მადლობა გადავუხადო. არჩევნები პანდემიის გამო რთულ პირობებში ჩატარდა. მადლიერები ვართ ყველას მიმართ, ვინც შესაძლებელი გახადა დემოკრატიის ზეიმი. ნება მიბოძეთ, მადლობა გადავუხადო გუნდს, მოხალისეებს. ეს იყო ჩვენი კლუბის ისტორიაში ყველაზე გრძელი კამპანია. მადლობა ჩემს კოლეგებს, მათ გარეშე არჩევნებში ვერ გავიმარჯვებდი. დღეს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პატარა ბიჭმა, სახელად ლეო მესიმ, ახალგაზრდულ გუნდში პირველად ითამაშა. ლეოს უყვარს “ბარსელონა”. იმედი მაქვს, ის აქ დარჩება, ჩვენი სურვილიც ესაა”, – თქვა ლაპორტამ.