შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული და ტენერიფეს გამარჯვება ბოსნიაში

0
9

წარმატებით დაიწყო ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”. ესპანური კლუბი სარაევოში “იგოკეას” შეხვდა და 20 ქულის სხვაობით – 82:62 დაამარცხა. ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. როგორც მიმდინარე სეზონის უმეტეს მატჩში, შერმადინი ამჯერადაც ყველაზე სარგებლიანი იყო და MVP-ის ტიტულიც ალალად დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ტენერიფელებმა 4-გუნდიან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და იმ 16 საუკეთესოთა შორის მოხვდნენ, რომლებიც მეორე ეტაპისთვის 4 კალათაში განაწილდნენ. შერმადინის გუნდის მეტოქეები დღეს დამარცხებულ “იგოკეასთან” ერთად არიან რიგის ვეფ-ი და ესპანური “ბურგოსი”. ჯგუფიდან 2 საუკეთესო რვათა ფინალში გავა.

შერმადინმა მოედანზე 26:21 წუთი გაატარა და 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიიტვლ. გიორგიმ 11-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგო, მისმა სარგებლიანობის ინდექსმა კი ორივე გუნდში უმაღლესი ნიშნული – 23 შეადგინა.

მომდევნო ტურში, 9 მარტს ტენერიფელები ესპანეთის ქალაქ ბურგოსში ჩავლენ და თად მაკფადენის გუნდს დაუპირისპირდებიან.