გურამ კაშია ლოკომოტივის ფეხბურთელია

0
11

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი – გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელია. გურამ კაშიამ ლოკომოტივთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4 ნომრიანი მაისურით დაიცავს.
“ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან” – ამბობს გამოცდილი მცველი.