„ბარსელონას“ მორიგი რეკორდი

0
14

ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ბარსელონამ“ შინ „სევილიას“ დამატებით დროში 3:0 მოუგო და ფინალში გავიდა. პირველი შეხვედრა ანდალუსიელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:0.
MisterChip-ის ოფიციალური ტვიტერი გვამცნობს, რომ სამეფო თასის 119-წლიან ისტორიაში „ბარსელონა“ პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ზედიზედ 13 სეზონის განმავლობაში 10-ჯერ მოახერხა ფინალში გასვლა.