ბარტომეუ დააპატიმრეს

0
9

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ დაპატიმრებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
ბარტომეუსთან ერთად, დაკავებულები არიან კლუბის ყოფილი გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ, ასევე რომანე გომეს პონტი, რომელიც პასუხისმგებელი ბარსელონას იურიდიულ ოპერაციებზე იყო.
დაკავება კლუბის ბიუჯეტის გაფლანგვასა და სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშების სკანდალთანაა დაკავშირებული.
ხოსეპ მარია ბარტომეუ „ბარსელონას“ პრეზიდენტი 2014 წლიდან 2020 წლის შემოდგომამდე იყო.