ევროპა ლიგის მერვედფინალი: მანჩესტერი-მილანი

0
7

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი დაწყვილდა და ორმატჩიან დუელებში გაარკვევენ ურთიერთობას.
ევროპა ლიგის ამ ეტაპზე ე.წ ბრმა წილისყრა იყო და ნებისმიერ გუნდს შეეძლო ნებისმიერთან თამაში. ამგვარად, გუნდები შემდენაირად დაწყვილდნენ.

ევროპა ლიგა, მერვედფინალი

აიაქსი (ნიდერლანდები) იანგ ბოიზი (შვეიცარია)
დინამო კიევი (უკრაინა) – ვილიარეალი (ესპანეთი)
რომა (იტალია) – შახტარი (უკრაინა)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) – არსენალი (ინგლისი)
დინამო ზაგრები (ხორვატია) – ტოტენჰემი (ინგლისი)
მანჩესტერი (ინგლისი) – მილანი (იტალია)
სლავია (ჩეხეთი) – რეინჯერსი (შოტლანდია)
გრანადა (ესპანეთი) –
 მიოლდე (ნორვეგია)

ევროპალიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 11 მარტს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 18 მარტს გაიმართება.