სტუმართა დომინაციით

0
8

ბერგამოში ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც “ატალანტამ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩის გმირი რეალის ფრანგი მცველი ფერლან მენდი გახდა.
მე-17 წუთზე მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ. არბიტრმა რემო ფროილერის უხეშობა შეტევაში ჩართული ფერლან მენდის წინააღმდეგ ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და შვეიცარიელი ნახევარმცველი მოედნიდან გააძევა.
ბერგამოელებმა გოლი მატჩის მიწურულს მაინც გაუშვეს. ლუკა მოდრიჩის პასის შემდეგ, შეტევაში ჩართულმა ფერლან მენდიმ საჯარიმოს გარედან ზუსტად გაისროლა.


ჯანპიერო გასპერინის შეგირდები ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად უფრო კარგად თამაშობენ, ვიდრე – შინ,  ამიტომ ესპანეთის დედაქალაქში სულ უშანსოდ არ მიდიან.
პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-19 თამაში მოიგო. თანაც, „სიტი“ ადვილად, დამაჯერებლად და აუღელვებლად იგებს. ამჯერად, გვარდიოლას გუნდმა გერმანულ „გლადბახს“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და საპასუხო საშინაო მატჩს ორბურთიანი უპირატესობით ხვდება.