ჟირუს ულამაზესი გოლი, “ბაიერნის” დამაჯერებელი მოგება

0
9

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.
ჰანსი ფლიკის „ბაიერნი“ რომში „ლაციოს“ პრობლემებით ეწვია, მაგრამ „რეკორდმაისტერმა“ მეტოქეს გადაურბინა და მიუნხენურ თამაშს აზრი პრაქტიკულად დაუკარგა.
მატჩის ბედი რობერტ ლევანდოვსკის, ჯამალ მუსიალასა და ლეროი სანეს გოლებით პირველივე ტაიმში გადაწყდა. მეორე ნახევარის საწყის 4 წუთში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. 4:1 –  „სტადიო ოლიმპიკოზე“ „ბაიერნმა“ ყველაფერს წერტილი პირველივე თამაშში დაუსვა.
„ბაიერნს“ 2017 წლიდან ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ტურნირის რეკორდია და „მანჩესტერის“ შედეგი გააუმჯობესა (16 მატჩი 2007-2010 წლებში).
„ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ წყვილის ბედი, მაგრამ ტომას ტუხელის გუნდმა დიდი განაცხადი გააკეთა. ზოგადად, გერმანელის მისვლა ძალიან წაადგა ლონდონურ გუნდს და შესანიშნავ ფორმაშია, ხოლო „ატლეტიკო“ ბოლო დროს დასუსტდა და ვეღარ არის ისეთი სტაბილური, როგორც სეზონის პირველ ნაწილში. ეს ამ მატჩმაც დაადასტურა, რომელშიც ინგლისელები უკეთესები იყვნენ და დამსახურებულად იმარჯვეს.
მატჩის ბედი კი 68-ე წუთზე ოლივიე ჟირუს შედევრმა გადაწყვიტა. ფრანგმა ფორვარდმა აკრობატულ ნახტომში მაკრატელათი გაიტანა და პირველი რაუნდი „ჩელსის“ მოაგებინა. მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე, ბუქარესტში გაიმართა, მაგრამ ოფიციალურად „ატლეტიკო“ მასპინძელი იყო.