საქართველოს ნაკრებს ახალი ამერიკელი ჰყავს – კონერ ფრენკამპი

0
17

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ახალი მოთამაშე დაემატა – 25 წლის გამთამაშებელი, კონერ ფრენკამპი. აღნიშნულის შესახებ ინორმაციას Eurohoops ავრცელებს.
”კონერ ფრენკამპმა მიიღო საქართველოს პასპორტი და ნაკრებს თებერვლის მატჩებში შეუერთდება” – ნათქვამია Eurohoops-ის ტვიტერ პოსტში.
ფრენკამპი ესპანურ ლიგა ენდესაში ასპარეზობს და ”მურსიას” ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში ამერიკელი უკანახაზელი საშუალოდ აგროვებს: 16.7 ქულას, 3.7 შედეგიან გადაცემასა და 2.3 მოხსნას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ღირსებას კიდევ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი – თად მაკფადენი იცავს. სავარაუდოა, რომ ევრობასკეტზე ნაკრებს ამ ორი მოთამაშიდან ერთ-ერთი დაეხმარება.