აღმასკომმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა

0
8

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ეპიდვითარების გათვალისწინებით, აღმასკომის წევრებმა სხვდასხვა საკითხის შესახებ ონლაინ რეჟიმში იმსჯელეს.

აღმასრულებელმა კომიტეტმა 2021 წლის სეზონისთვის ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგის ფორმატის შესახებ იმსჯელეს. აღმასკომის გადაწყვეტილებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2, გასული სეზონების მსგავსად, ოთხ წრედ გაიმართება და თითოეული გუნდი 36 მატჩს ჩაატარებს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სტარტს 27 თებერვალს აიღებს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 კი, 1-ელ მარტს.

აღმასრულებელმა კომიტეტმა ასევე დაამტკიცა ლიგა 3-ის და ლიგა 4-ის ფორმატი, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

აღნიშნული ლიგების წარმომადგენლები, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად 2021 წლის საფეხბურთო სეზონს 22 მარტს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ეტაპის მატჩებით დაიწყებენ.

​აღმასკომმა დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელა რეგიონული ფედერაციების საქმიანობის შესახებ. კომიტეტის წევრებმა 2020 წელს 13 რეგიონული ფედერაციის მუშაობა შეაფასეს, რის საფუძველზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თითოეულ მათგანს შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელსაც რეგიონული ფედერაციები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან გასულ სეზონებში იღებდნენ.