ლუის სუარესმა რონალდუს აჯობა

0
4

ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში გათამაშების ცხრილის ლიდერმა „ატლეტიკომ“ ვიგოს „სელტას“ უმასპინძლა. ასპარეზობა 2:2 დასრულდა, მადრიდელთაგან კი ლუის სუარესმა დუბლი მიითვალა. ურუგვაელს „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში პრიმერას სასტარტო 17 შეხვედრაში 16 გოლი მოუგროვდა და XXI საუკუნეში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო სეზონში ამ რაოდენობის მატჩში ამდენი ბურთის გატანა მოახერხა.
აქამდე რეკორდი პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა. მან 2009-10 წლების სეზონში „რეალის“ მაისურით პრიმერას საწყის 17 მატჩში 15 გოლი გაიტანა.