სანდრო მამუკელაშვილის მორიგი აღიარება

0
12

ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშედ “სეტონ ჰოლის” ქართველი ლეგიონერი სანდრო მამუკელაშვილის დასახელდა. კარიერაში და მიმდინარე სეზონში მეორედ.
სანდროს სტუმრად მძლავრად ჩატარებული ორი მატჩი აღიარებად დაუფასეს. ქართველი გასულ კვირაში საშუალოდ 21.0 ქულას, 7.0 მოხსნას, 2.5 პასსა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა, “სეტონ ჰოლმა” კი ორივე მატჩი მოიგო NCAA-ს ჩემპიონშიპში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.