რაგბის კავშირის განცხადება საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ

0
9

რაგბის კავშირის განცხადება 202წლის მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ

ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით 2021 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე: თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 27, გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრება (ყრილობა) შემდეგი დღისწესრიგით:

  1. სრკ-ის გამგეობის ანგარიში;
  2. სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანიდატთა გამოსვლები;
  3. სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა;
  4. სრკ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ სრკ-ის გამგეობის წევრთა კანდიდატურების წარდგენა;
  5. სრკ-ის გამგეობის არჩევა;
  6. სრკ-ის პრეზიდენტის მიერ სრკ-ის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა;
  7. სრკ-ის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
  8. სხვა საკითხები.

თანდართული დოკუმენტები საერთო კრების შესახებ:

  1. 2021 წლის 31 იანვრის გამგეობის სხდომის ოქმი;
  2. გამგეობის განმარტება რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრების ყრილობის მოწვევის შესახებ;
  3. 2021 წლის ნამდვილ წევრთა სია;
  4. საერთო კრების რეგლამენტი;
  5. არჩევნებში კენჭისყრისას ხმის მიცემის პროცედურა;
  6. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის პროცედურა;
  7. თანხმობა სრკ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შესახებ;

სრკ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი,
თორნიკე გოგებაშვილი
2021 წლის 01 თებერვალი
ქ.თბილისი