შერმადინმა არც ყოფილი გუნდი დაინდო: გამარჯვება და MVP-ის ტიტული

0
6

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინი თავის ყოფილ გუნდ “ანდორას” დაუპირისპირდა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, თავის გუნდსა და მთლიანად მატჩშიც საუკეთესო გამხდარიყო. ქართველი ცენტრის ტენერიფე იბეროსტარმა ანდორელები მათსავე მოედანზე – 89:83 დაამარცხა, რაშიც შერმადინის წილი უდიდესია.
შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:40 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 6 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის ინდექსმა 29 შეადგინა და ამ შედეგით მას ვერავინ გაუტოლდა. ქართველი ლეგიონერი მატჩის MVP-ად დასახელდა.
ტენერიფეს 21 მატჩში 17 მოგება და 4 მარცხი აქვს. გიორგის გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და 34 ქულა აქვს. ესპანური კლუბი მომდევნო ტურში თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდს ბასკონიას შეხვდება.