ლეო მესი – სკანდალი და 650-ე გოლი

0
12

ნომრის მთავარ გვერდზე, მადრიდულმა გამოცემამ, El Mundo-მ სკანდალური თემა გაასაჯაროვა, რომელიც ლიონელ მესისთანაა დაკავშირებული.
ზემოხსენებული წყარო არგენტინელის კონტრაქტის დეტალებზე გადმოგვცემს, რომელზეც შემდეგი წარწერა გვხვდება: “555 237 619 მილიონი ევრო – მესის ფარაონული კონტრაქტი, რომელიც “ბარსელონას” ანგრევს”.
მადრიდელთა ინფორმაციით, 33 წლის თავდამსხმელმა ხელშეკრულება, რომელიც 2021 წლამდეა გათვლილი, 2017 წელს გაახანგრძლივა, რომლის თანახმადაც ლეოს “ბარსასგან” 555 მილიონ ევროზე მეტი უნდა მიეღო. აღნიშნული თანხიდან 61 328 520 მილიონი ევრო ფიქსირებულ ხელფასზე მოდის, რასაც ყოველწლიური ბონუსებიც ემატება.
თუმცა, გარდა ამისა, ასევე არსებობს კიდევ 2 პუნქტი, რაც ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის პლუს 115.2 მილიონ ევროსა და ლოიალურობისთვის 80 მილიონი ევროს ოდნებობის ბონუსებს ითვალისწინებს.
როგორც RAC1 იუწყება, El Mundo-ს წინააღმდეგ “ლა პულგა” სასამართლოში სარჩენს შეიტანს. აგრეთვე, საქმეში ფეხბურთელის ადვოკატიც ჩაერთო და იძიებს, თუ კლუბის რომელ წევრს მიუწვდებოდა ხელი ლიონელის ხელშეკრულებაზე.
ასევე მადრიდული Marca, რომელის მფლობელიც პარალელურად El Mundo-ს მესაკუთრეა, გვამცნობს, რომ კონტრაქტის დეტალებზე ინფორმაციას მხოლოდ 5 ადამიანი (ჟოზეპ მარია ბართომეუ, ოსკარ გრაუ, კარლეს ტუსკეტსი და კიდევ 2 პირი) ფლობდა. შესაბამისად, ლეგენდარული შემტევი მათ უჩივლებს, რომელთა შორისაც კატალონიელთა ყოფილი პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუცაა.
ამასთანავე, ESPN იტყობინება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ოთხმა მხარემ იცოდა: მესიმ, თავისმა ადვოკატებმა, კლუბმა და ლა ლიგამ.
ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება თავად “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” გამოაქვეყნეს:
“ბარსელონა” დამწუხრებულია იმის გამო, რომ კლუბსა და ლეო მესის შორის გაფორმებული პროფესიონალური კონტრაქტი, რომელიც ორივე მხარის კონფიდენციალური შეთანხმებითაა დაცული, გასაჯაროვდა.
“ბარსა” იმ ზიანის პასუხად, რაც ამ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს, მადრიდული გამოცემის წინააღმდეგ შესაბამის სამართლებრივ დავას დაიწყებს, ვინაიდან, კლუბი კატეგორიულად უარყოფს დოკუმენტის გამოქვეყნების პასუხისმგებლობას.
“ბლაუგარნა” ლიონელ მესის სრულ მხარდაჭერას უცხადებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არის მცდელობა, რომ მისი დისკრედიტაცია მოხდეს და იმ ორგანიზაციებთან ურთიერთობის იმიჯი შეილახოს, რომელთან თანამშრომლობითაც არგენტინელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდა”.
როგორც ცნობილია, მესიმ 511 540 545 მილონი ევრო უკვე მიიღო, 2020/21 წლების სეზონში მას 17 256 166 მილიონის (ბონუსები) მიღების შესაძლებლობა რჩება, ხოლო დანარჩენი 26 440 908 მილიონი ევროს დასაკუთრების შანსი უკვე დაკარგა.
არგენტინელის ყოველწლიური შემოსავალი 128 მილიონს შეადგენს, რაც, მიმდინარე სეზონის ბონუსების ფონზე, შესაძლოა, 132 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს კოლოსალური თანხაა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლეო “ბლაუგრანას” ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ევროთი ავსებს.
ამასობაში ლა ლიგის 21-ე ტურში “ბარსელონამ” “ნოუ კამპზე” 2:1 დაამარცხა “ბილბაო”.
მასპინძლები მე-20 წუთზე მესიმ დააწინაურა. მან “ბარსაში” ყველა ტურნირზე ჩატარებულ 755 მატჩში 650-ე გოლი გაიტანა, ყველა ტურნირზე 55 გოლი კი საჯარიმოდან გაიტანა.
49-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჟორდი ალბამ ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 74-ე წუთზე გამარჯვების გოლი გრიზმანმა გაიტანა, რომელმაც უკანასკნელ სამ მატჩში სამჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
“ბარსამ” ბოლო 10 შეხვედრიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 40 ქულით მეორე ადგილზეა და 8 თებერვალს სევილიაში “ბეტისს” დაუპირისპირდება.