თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს მოაგებინა და 2000 საევროლიგე ქულა დააგროვა

0
13

ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მორიგი მატჩი გერმანიაში გამართა და გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა ბერლინში გაიმართა, სადაც არმიელებმა ადგილობრივი “ალბათ” დაძაბულ ბრძოლაში – 71:68 დაამარცხეს.
ცსკა-მ, რომელსაც ლიდერი მაიკ ჯეიმსი აკლდა, დაძაბულ ბრძოლაში თორნიკეს წყალობით მოიგო, რომელიც ბოლო წუთებზე შეუჩერებელი იყო. შენგელიამ 26 წუთი ითამაშა და გუნდს 20 ქულა მოუტანა (ორი სამქულიანი ჩააგდო). მის ანგარიშზეა ერთი მოხსნა, სამი პასი და ორი ჩაჭრაც. შენგელიას არმიელთა შორის საუკეთესო  შედეგი ჰქონდს. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტის 21 შეადგინა. ნიკოლა მილუტინოვმა ორმაგი დუბლი მიითვალა – 10 ქულა, 11 მოხსნა.
შენგელიამ მიმდინარე ევროლიგაში პირველად მიაღწია – 20-ქულიან ზღვარს. მარგი ქმედების კოეფიციენტი (21) მისთვის ასევე უმეტესია. კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური ფაქტი, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ევროლიგაში 2 000 ქულას უწია.
16 მოგებითა და 6 მარცხით ცსკა იდენტური შედეგის მქონე ბარსელონასთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. შემდეგ მატჩს არმიელები მოსკოვში, 29 იანვარს, მიუნხენის ბაიერნთან გამართავენ.