საქართველომ რუსეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

0
6

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი 2 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ითამაშებს. საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, რუსეთს დაუპირისპირდება. ამ დროისთვის ჩვენი გუნდი თბილისში არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ეროვნული ნაკრების ორი ლეგიონერი – ირაკლი თოდუა და ელისანდრო დედაქალაქში მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოვლენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ,თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი);
წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (აელ, ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვ, ლატვია), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი,თბილისი ), რონინიო (ხერსონი, უკრაინა).

პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. 2 თებერვალს, 18:00 საათზე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ამავე მიზეზით, მატჩზე შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან მედიის წარმომადგენლები. აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ბმული.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ამ დროისთვის ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრაა გამართული. საფრანგეთისა და საქართველოს პირველი მატჩი 2020 წლის, 8 დეკემბერს,  ფრედ 4:4 დასრულდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი:

2 თებერვალი
საქართველო – რუსეთი
5 მარტი
საქართველო – სომხეთი
10 მარტი
სომხეთი – საქართველო
9 აპრილი
საქართველო – საფრანგეთი
12 აპრილი
რუსეთი – საქართველო

ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეიოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს, აღნიშნული ქვეყნის ნაკრებმა ევროსაგზური საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, მასპინძლის სტატუსით უკვე მოიპოვა.