საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს დაიწყება. ტურნირის კალენდარი ეროვნული ლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის გახსნის მატჩი “დინამო არენაზე” ჩატარდება, სადაც მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო” ქვედა ლიგიდან დაწინაურებულ წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
იმავე დღეს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის “დინამო” ჩემპიონატს ქუთაისში გასვლითი შეხვედრით დაიწყებს, სადაც 20:00 სთ-დან რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე “ტორპედოს” დაუპირისპირდება.
ეროვნული ლიგის მესამე ტურში მოქმედი ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის დაპირისპირება შედგება. 10 მარტს თბილისის “დინამო” ბათუმის დინამოს უმასპინძლებს.
მთავარი ნიუსი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სტარტს 27 თებერვლიდან აიღებს