თომას ტუხელი “ჩელსის” მწვრთნელია

0
20

ლონდონის “ჩელსიმ” ოფიციალურად დაადასტურა – “არისტოკრატებს” გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი გაწვრთნის. ტუხელმა კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ერთი სეზონის გახანგრძლივების პერსპექტივით.
„დიდ პატივს ვცემ ფრენკ ლამპარდის ნამუშევარს და მემკვიდრეობას, რომელიც მან დატოვა. მოუთმენლად ველი გუნდთან შეხვედრას და პლანეტის ყველაზე ემოციურ საფეხბურთო ლიგაში ბრძოლას“, – აღნიშნა ტუხელმა.