დუდა სანაძე 32 ქულით, 11 მოხსნით და 5 პასით დაბრუნდა

0
13

საქართველოს ნაკრების მსროლელმა დუდა სანაძემ ფეხის ტრავმის გამო გასული ორი კვირა გამოტოვა და ყატარის ჩემპიონატში მოასპარეზე “ალ ხორს” დაუბრუნდა. ეს მოხდა ჩემპიონატის ბოლო, მეშვიდე ადგილისთვის მატჩში, რომელშიც სანაძის გუნდი “ალ აჰლის” დაუპირისპირდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და “ალ ხორის” გამარჯვებით – 80:72 დასრულდა. დუდა მატჩის MVP გახდა 32 ქულით. მან შეუცვლელად ითამაშა და 6 სამქულიანი ჩაუგდო მეტოქეს. სანაძემ უჩვეულოდ ბევრი, 11 მოხსნა მოაგროვა, რაც მატჩში ასევე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. მის ანგარიშზეა ხუთი შედეგიანი გადაცემა, ორი ჩაჭრა და ერთი დაფარებაც.
გარკვეული პაუზის შემდეგ ყატარში სტარტს აიღებს თასის გათამაშება.