გიორგი შერმადინის მორიგი გაბრწყინება ესპანეთში

0
8

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” “ბაქსი მანრესას” 85:70 სძლია, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გახდა.
გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში 29 ქულა დააგროვა, ოთხი მოხსნა, ორი შედეგიანი გადაცემა, სამი ჩაჭრა და ერთი დაფარება შეასრულა. ქართველმა კალათბურთელმა თოთხმეტიდან ათი ორქულიანი და ცხრავე საჯარიმო ჩააგდო.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა. სავარაუდოდ, ქართველი მეფარე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდება.
“იბეროსტარ ტენერიფეს” ლიგა ენდესას 20 მატჩში 16 მოგება აქვს და მხოლოდ მადრიდის “რეალს” ჩამორჩება. ტენერიფელები მომდევნო მატჩს 30 იანვარს “მორაბანკ ანდორასთან” ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ 18 და 21 თებერვალს საქართველოს ნაკრები თბილისში ევროპირველობის შესარჩევ მატჩებს სერბეთსა და ფინეთთან ჩაატარებს.