თორნიკე შენგელიას 10 ქულა, 7 მოხსნა და ცსკა-ს მორიგი მარცხი ბარსელონასთან

0
14

მოსკოვის ცსკა-მ ბარსელონასთან ისევ წააგო. ევროლიგის პირველ წრეში არმიელებმა კატალონელებთან ვერაფერი გააწყვეს და ასე მოხდა დღესაც, მეორე წრის მატჩში. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა და ესპანური კლუბის გამარჯვებით – 88:75 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. თორნიკემ 2-დან ერთი სამქულიანი, 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, ხოლო ევროლიგის დეკემბრის თვის MVP ნიკოლა მილუტონოვი 15 ქულას დასჯერდა.

ბარსელონას მხრიდან საუკეთესო მატჩი ჰქონდა კორი ჰიგინსს – მან 25 ქულა ჩააგდო და შეხვედრის MVP გახდა. ევროლიგის ლიდერი ისევ შენგელიას გუნდია, რომელსაც 30 ქულა აქვს. ცსკა-ს მომდევნო მეტოქე 22 იანვარს სტამბოლის ფენერბაჰჩე იქნება.