კრიშტიანუ რონალდუს მორიგი მიღწევა

0
13

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. მან „სასუოლოს“ წინააღმდეგ თამაშისას თავი გამოიჩინა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეთხუთმეტე გოლი გაიტანა.
პირენელი ვარსკვლავი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 15 წლის განმავლობაში სეზონში მინიმუმ 15 გოლის გატანა მოახერხა.
კრიშტიანუ მიმდინარე სეზონში 15 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს და უახლოეს მდევარს, “ინტერის” შემტევ რომელუ ლუკაკუს სამი გოლით უსწრებს.